
პირველად ქართული ენის გაკვეთილი საბერძნეთის საჯარო სკოლაში!
2017 წლის 6 აპრილს ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.
ქართულ ენას პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. სასწავლო პროცესს წარმართავენ ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები.
ქართული ენის გაკვეთილები, კვირაში ორჯერ, სატესტო რეჟიმში ჩატარდება აპრილ-მაისის პერიოდში. პროგრამა სრულად ამოქმედდება მ. წ. სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად.
პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, განიხილება ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც.
საქართველოს საელჩომ ქართული ენის სასწავლო პროგრამა შესაბამისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყო.
_______________________________
წყარო: საქართველოს საელჩო საბერძნეთში
Embassy of Georgia to the Hellenic Republic
_______________________________