Skip to Content

ქართულმა კომპანიებმა კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

Be First!

აზერბაიჯანში, “კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში” სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საქართველოში მოქმედ კომპანიებთან ერთად, მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი სტენდი წარმოადგინეს, მათ შორის იყო ქართული სტენდიც. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული მურაბებითა და მშრალი ხილით იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე გამოფენილ პროდუქციას 15-კაციანი საერთაშორისო ჟიური აფასებდა. მთავარი ჯილდო – ოქროს გრან პრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დამზადებულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა.

ჟიურის მოწონება მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ დამზადებულმა მოცვისა და კაკლის მურაბებმაც დაიმსახურა.

“კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი” აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ასოციაციის მხარდაჭერით აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*