Skip to Content

ქართველ რეჟისორს MTV-ს ჯილდო ერგო

ქართველ რეჟისორს MTV-ს ჯილდო ერგო

Be First!

რეჟისორი „საუკეთესო საცეკვაო ვიდეოკლიპისთვის” დაჯილდოვდა

ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა MTV-ს ჯილდო მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ციქურიშვილს ჯილდო Avicii-ს კლიპისთვის ერგო. მან სიმღერაზე Lonely Together გადაიღო კლიპი. რეჟისორი „საუკეთესო საცეკვაო ვიდეოკლიპისთვის” დაჯილდოვდა.

სიმღერას წარმოშობით ალბანელი ბრიტანელი მომღერალი რიტა ორა ასრულებს. კლიპის თანაავტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელი დიჯეი Avicii 4 თვის წინ გარდაიცვალა.

ლევან ციქურიშვილმა მადლობა გადაუხადა ვიდეოკლიპზე მომუშავე ჯგუფს, მომღერალს, გამარჯვება მიულოცა და მწუხარება გამოთქვა, რომ Avicii მათთან აღარ არის.

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში, რადიო City Music Hall-ში გაიმართა. წელს MTV-მ განსაკუთრებულად ახალგაზრდა შემსრულებლები გამოყო.

ლევან ციქურიშვილი 15 წელია სტოკჰოლმში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*