Skip to Content

ქართველი დრამატურგები პოტსდამში

ქართველი დრამატურგები პოტსდამში

Be First!

2017 წლის ბოლოს გერმანულ ენაზე გამოიცა კრებული, რომელშიც გერმანულენოვანი აუდიტორია ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ავტორების პიესებიდან ამოღებულ ფრაგმენტებს წაიკითხავს. ამით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება იმ თემებით, რაზეც, თუნდაც, ქართველი თანამედროვე ახალგაზრდა დრამატურგები წერენ.

ახალი გამოცემა ფინალური ეტაპი იყო პროექტის, რომელსაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს.  წლევანდელი Next Stage Europe 3-ის ორგანიზებაც თანამედროვე დრამატურგიის განვითარებისთვის ხელის შეწყობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართულობას ისახავდა მიზნად.

თავდაპირველად შეირჩა 12 დრამატურგი და ფრაგმანტები მათი პიესებიდან. ისინი ითარგმნა გერმანულად და დაეგზავნა იმათ, რომლებიც მოგვიანებით ოთხივე ქვეყანაში ცალ-ცალკე ჩატარებულ ვორქშოფებს წარუძღვნენ. სამდღიან სამუშაოს ხელმძღვანელობდნენ: მარია სალაცარი, მიშელდეკარი, ოლგა გრიაზნოვა და იონას ლუშერი, ხოლო მონაწილეობდნენ: საქართველოდან – იოსებბაკურაძე, მაკა კუკულავა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გურამ მაცხონაშვილი, ლილე შენგელია, ირაკლი ცხადაია, სომხეთიდან – ანა დავთიანი, ანუშ კოჩარიანი, მაიკ გალსტიან ცოლაკი, ანუშასლიბეკიანი, დავით ხაჩიიანი, სტელა ლორეციანი, აზერბაიჯანიდან – ჟალე ისმაილი, ორხანბაჰადირსოუ და რუსეთიდან – სანკტ პეტერბურგი – კარინა ბესოლტი, ნატაშა ბორენკო, ასიავოლოშინა, მაშა ოგნევა, იულია ტუპიკინა (სანკტ პეტერბურგი), სერაფიმა ორლოვა, ეკატერინაგალიამოვა, კრისტინა კარმალიტა, ეკატერინა გილევანო (ნოვოსიბირსკი). ჩამოთვლილი ავტორებიდან, მათი პიესების მიხედვით, შეირჩა რამდენიმე (მაგალითად, საქართველოდან: მაკაკუკულავა, ლილე შენგელია, გურამ მაცხონაშვილი და ირაკლი ცხადაია), რომელთაც თავიანთინამუშევრები პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალზე მიწვეული სტუმრების (დაახლოებით 4 ათასიადამიანი) თანდასწრებით წარმოადგინეს და განიხილეს კიდეც. პოტსდამის ჰანს ოტო თეატრისგარდა, პროექტის მონაწილეები ბრანდენბურგისა და ბერლინის მოქმედ თეატრებსაც გაეცნენ.

Next Stage Europe-ის განხორციელების იდეა  გერმანიაში უცნობი აღმოსავლეთ ქვეყნების ავტორებისკონცეფციებისა და დრამატურგიული ტექსტების გაცნობასა და მრავალმხრივი დისკუსიისწარმართვაში მდგომარეობდა. ეს პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ავტორებს შორისხანგრძლივი კონტაქტების დამყარებას და გერმანული თეატრების წარმომადგენლებისდაინტერესებას.

პროექტის პარტნიორები არიან: ჰააკის ბიურო პოტსდამში, რომელიც ასევე პოტსდამისლიტერატურის ფესტივალის კურატორია (www.litpotsdam.de), ხოლო ორგანიზაციულ მხარესუზრუნველყოფს კარინ გრაფის ლიტერატურული სააგენტო.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*