Skip to Content

ქართველი მოსწავლე პორტუგალიაში ფიზიკის ოლიმპიადის პრიზიორია

ქართველი მოსწავლე პორტუგალიაში ფიზიკის ოლიმპიადის პრიზიორია

Be First!

ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალი მთელი მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსთა სამეულში შევიდა

ვეკუას სახელობის №42 მათემატიკური სკოლის მოსწავლემ, ზურაბ ჯაშმა ფიზიკის საერთაშორისო 49-ე ოლიმპიადაზე (IPhO) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა ლისაბონში 21-29 ივლისს გაიმართა.

წელს ლისაბონის ოლიმპიადაში მსოფლისო 90 ქვეყნის 400 მოსწავლე მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წევრმა — დავით მდინარაძემ და ალექსანდრე მერაბიშვილმა (კომაროვის სახელობის №199 სკოლა) საპატიო სიგელები მიიღო. ქართველი მოსწავლეების შედეგები მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკის ოლიმპიადა სასკოლო კონკურსებს შორის ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა.

ანალოგიურ ოლიმპიადაზე გასულ წელს, რომელიც ინდონეზიაში ჩატარდა, ჯაშმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქართველ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს — გიორგი დალაქიშვილს, გრიგოლ ფერაძესა და დავით ნიშნიანიძე.

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა არის კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის. პირველი ასეთი კონკურსი 1967 წელს პოლონეთში მოეწყო.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*