Skip to Content

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

Be First!

ტაილანდის კუნძულ ფჰუკეტზე გამართულ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა საპატიო სიგელი მოიპოვეს.  მსგავს ოლიმპიადაში მონაწლეობა საქართველოს ნაკრები გუნდისთვის პირველი წარმატებაა.

საპატიო სიგელის მფლობელი ზურაბ ჯაში ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქალაქ თბილისის #42-ე სკოლის, ხოლო გიორგი გრიგოლია კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #199 სკოლის მოსწავლეა.

მნიშვნელოვანია,  გუნდის დანარჩენი ორი წევრის- კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199 სკოლის მოსწავლის გიორგი პატაშურისა  და ვეკუას სკოლის მოსწავლის ლუკა ხიზანიშვილის წარმატება, რომლებიც დაჯილდოებისთვის მინიმალური ქულის ზღვარს მცირედ ჩამორჩნენ.

ქართველი მოსწავლეების ოლიმპიადაზე გამგზავრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*