Skip to Content

ქართველი მსახიობი ფრანგულ კრიმინალისტურ დრამაში -“ანგარიშსწორებას”

ქართველი მსახიობი ფრანგულ კრიმინალისტურ დრამაში -“ანგარიშსწორებას”

Be First!

ფრანგულ კრიმინალურ დრამაში “ანგარიშსწორება”, რომელიც უამრავი ფრანგული “ბოევიკის” ავტორის, ოლივიე მარშალის, მიერ არის გადაღებული, ქართველი მსახიობი ოლგა ბაბლუანი თამაშობს. ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის თემურ ბაბლუანის შვილი “ანგარიშსწორებაში” ეპიზოდურ როლს თამაშობს და 2014 წელს გამოსულ მესამე სეზონის ორ სერიაში – Odessa და Nos funérailles, სალომე ვიზარიონოვიჩის როლს ასრულებს.

მსახიობმა 2012 წელს გადაღებულ ფილმში “Keep smiling” მონაწილეობის შემდეგაც მოიპოვა პოპულარობა, სადაც ელენე გაბისონია როლი შეასრულა.

სერიალი “ანგარიშსწორება”, რომელიც GDS-ზე ყოველ სამუშაო დღეს 21 საათზე გადის, პარიზის სასამართლო პოლიციის ოთხი თანამშრომლის ისტორიას მოგვითხრობს. მათ ცხოვრებას ერთ-ერთი მეგობრის სუიციდი რადიკალურად ცვლის.

სერიალში მეგობრების ისტორიის გარდა, ქართული მაფიისა და ფრანგული პოლიციის დაპირისპირების ისტორიაც ჩანს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*