Skip to Content

ქართველი მუსიკოსი Nikakoi გერმანიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე წარდგება

ქართველი მუსიკოსი Nikakoi გერმანიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე წარდგება

Be First!

ნიკა მაჩაიძემ ელექტრონული რიტმები და ქართული ფოლკლორი შეუთავსა ერთმანეთს.

პოპულარული ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და შემსრულებელი ნიკა მაჩაიძე, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Nikakoi, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Berlin Atonal-ზე წარდგება.

Berlin Atonal-ი — ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ბერლინში იმართება. წელს იგი 22-26 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება და მუსიკოსებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ისეთი დიჯეები წარდგებიან, როგორიც არიან Machine Woman-ი რუსეთიდან, YPY იაპონიიდან, Veronika Vasicka აშშ-დან, Actress- დიდი ბრიტანეთიდან, Photonz-ი პორტუგალიიდან, ishi vu შვედეთიდან, Сourtesy დანიიდან, Paradox ინდოეთიდან, Skee Mask-ი გერმანიიდანდა ა.შ.

ნიკა მაჩაიძე თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი მუსიკოსია, რომელმაც მუსიკის შექმნა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. თავის შემოქმედებაში მუსიკოსმა ერთმანეთს ელექტრონული რიტმები და ქართული ფოლკლორი შეუთავსა ერთმანეთს. 1999 წელს მაჩაიძემ პარიზის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა.

Nikakoi-ის სადებიუტო ალბომი სახელმწოდებით Sestrichka 2002 წელს ბერლინში გამოვიდა. 2012 წელს მისი მეორე ალბომი Rays-ის რელიზი იაპონიაში გაიმართა, რომელიც ტოკიოელ მუსიკოს Coppe-თან ერთად ჩაიწერა.

ამ დროისთვის ნიკა მაჩაიძე აქტიურად წერს მუსიკას, მათ შორის, კინოფილმებისა და ტელევიზიისთვის.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*