Skip to Content

ქართველი მოფარიკავე მსოფლიო თასის მფლობელია!

ქართველი მოფარიკავე მსოფლიო თასის მფლობელია!

Be First!

იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონია!

ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს ხმალში ოქრო მიამატა და სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება.

ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელ ტაუბერს გამანადგურებელი ანგარიშით, 15:4 მოუგო. ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში.

რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნინი თიბილაშვილიც. ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების მეორე სარეიტინგო ეტაპს ქალაქმა პიზამ უმასპინძლა.

საქართველოს დელეგაცია სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. ვულოცავთ ირმა ხეცურიანსა და ნინი თიბილაშვილს მორიგ დიდ წარმატებას!
.
Parasport Development Centre of Tbilisi-(ი)ს ფოტო.

___
წყარო

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*