Skip to Content

ქართველი პიანისტი უკრაინაში კონცერტს გამართავს

ქართველი პიანისტი უკრაინაში კონცერტს გამართავს

Be First!

კონცერტი უკრაინა-საქართველო-ავსტრიის კულტურული თანამშრომლობის ეგიდით ჩატარდება.

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ვენის კონსერვატორიის სტიპენდიანტი მიხეილ ყანდაშვილი უკრაინის სახელმწიფო ფილარმონიაში გამოვა.

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი (პროფესორ თამარ აჩბას კლასი) 30 მაისს შეასრულებს პეტრე ჩაიკოვსკის I საფორტეპიანო კონცერტს. აკადემიურ სიმფონიურ ორკესტრს ტარას მარტინიკი უდირიჟორებს.

კონცერტი უკრაინა-საქართველო-ავსტრიის კულტურული თანამშრომლობის ეგიდით ტარდება. საღამოზე ასევე შესრულდება ჰაიდნის სიმფონია №103.

ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი პირველად მან 14 წლის ასაკში თბილისის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში შეასრულა — საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რევაზ ტაკიძის დირიჟორობით.

უკვე არაერთი წელია ახალგაზრდა ხელოვანი ქართულ-ავსტრიულ საფორტეპიანო სკოლას წარმოადგენს საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

უკრაინის მუსიკალურ სივრცეში ეს მისი პირველი გამოსვლაა.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*