
ქართველმა ძიუდოისტებმა ანკარაში სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
0
Be First!
თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული შემადგენლობით გამოვიდა
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიის გრან-პრიზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც ფინალში მოლდაველი დენის ვიერუ დაამარცხა, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო გახდა. ოქროს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ჯაბა პაპინაშვილს (-66 კგ), რომელიც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს ალბერტ ოგუზოვთან დამარცხდა. კიდევ ერთი ჯილდო, ბრინჯაოს მედალი, საქართველოს ნაკრებს ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა.
გამარჯვების წყალობით, ნინაშვილმა 700 რეიტინგული ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზე გადაინაცვლა. მან საკუთარი პოზიცია 36 ერთეულით გააუმჯობესა.