Skip to Content

ქორწინებების რაოდენობა 13,9%-ით შემცირდა

ქორწინებების რაოდენობა 13,9%-ით შემცირდა

Be First!
by April 25, 2017 Social

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 პროცენტით შემცირდა და 25 101 შეადგინა.

2016 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 539 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 პროცემდით გაიზარდა.

ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლის მიხედვით, 2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 56 569 (28 887 ბიჭი და 27 682 გოგო) რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია.

2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

2016 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2015 წელთან შედარებით 3,4 პროცენტით გაიზარდა და 50 771 შეადგინა.

გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივმა სტუქტურამ განიცადა მცირეოდენი ცვლილება. ყველაზე დიდი პროცენტული მატება დაფიქსირდა 65-69 და 85 და მეტი წლის ასაკობრივ ჯგუფებში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ყველაზე დიდი პროცენტული კლება კი ორივე სქესისათვის დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*