Skip to Content

რა თამაშები ელით მოსწავლეებს სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან?

რა თამაშები ელით მოსწავლეებს სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან?

Be First!

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებათ.
ამის შესახებ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა.

საუბარია დაწყებით კლასებში, სწავლებაში სამაგიდო თამაშების გამოყენებაზე, როგორიცაა ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენების შესასწავლი თამაშები, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები და ა.შ.

აღნიშნული სამაგიდო თამაშების შესასყიდად სამინისტრომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელთა დასრულების ვადაც 4 სექტემბერია მითითებული. ორივე ტენდერი 2 000 – 2 000 თამაშის შესყიდვას გულისხმობს, რაც სამინისტროს ჯამში 49 800 ლარი დაუჯდება.

კერძოდ, ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამაგიდო თამაშები უნდა იყოს ქართულ ენაზე.

რაც შეეხება თამაშს, ის უნდა იწყებოდეს ბარათების დარიგებით, რომელზეც ანდაზა ან აფორიზმი იქნება მითითებული და მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც ლოტოს, ასევე ასოციაციობანას პრინციპით თამაში. თამაშის კომპლექტი უნდა შედგებოდეს აფორიზმების/ანდაზის/გამონათქვამის არანაკლებ 30 ბარათისგან, კამათლისგან, ლოტოსთვის სიტყვების არანაკლებ 152 ცალი პატარა ბარათების, მათთვის ტომარისა და მოსანიშნი ფერადი ბარათებისთვის, თამაშის ინსტრუქციისგან.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, მისი  მის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 800 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თამაშის ნაკრები შედგება: ყუთისგან, A3 ფორმატის ,,რუქისგან“ მინიშნებებისთვის, ცხოველების, ფრინველების და ა,შ გამოსახულების მქონე არანაკლებ 40 ცალი ბარათისგან, მოსანიშნი კენჭებისგან (3 ერთ ფერში და 1 განსხვავებულ ფერში) და ქულების მთვლელისგან (,,ფიშკები“ 2 ქულიანი 6 ცალი 1 ქულიანი 6ცალი).

რაც შეეხება თვითონ თამაშს, ის უნდა იწყებოდეს ბარათების დარიგებით, რომელსაც ბარათის მფლობელის გარდა ყველა მონაწილე ხედავს. თამაშს იწყებს პირველი წყვილი, პარტნიორმა , ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, იცის (უნდა ახსოვდეს ერთი შეხედვით) რა შეხვდა მის პარტნიორს და ცდილობს წითელი კოჭები სწორად განათავსოს საინფორმაციო დაფაზე და ასე მიანიშნოს. მოთამაშე ფიქრობს, ამბობს პასუხს და აბრუნებს ბარათს. სწორად გამოცნობის შემთხვევაში გუნდი იმატებს ორ ფირფიტას.

განათლების მინისტრის განცხადებით, პროექტს ჯერ-ჯერობით საპილოტე სახე ექნება და 2 000-ვე სკოლაში ერთბაშად ვერ გაჩნდება. მისივე თქმით, სასურველია სამაგიდო თამაშების ნაკრები სკოლაში ყოველწლიურად განახლდეს და ბავშვებს ჰქონდეს საშუალება მათემატიკა, ქიმია, ისტორია თუ ლიტერატურა იქნება, თამაშ-თამაშით ისწავლონ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*