
რატი წითელაძის გამარჯვება კანში და გულის ტკივილი
,,ცარიელი სახლის” სცენარი კანის კინოფესტივალზე PRIX Moulin d’Andé-ს გამარჯვებული გახდა
ფილმ „ცარიელი სახლის” სცენარი კანის კინოფესტივალზე PRIX Moulin d’Andé-ს გამარჯვებული გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის რეჟისორი რატი წითელაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ცარიელი სახლის” სცენარი წარდგენილი იყო საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარის პრიზზე.

Moulin d’Andé – Centre des écritures cinématographiques ისეთ ცნობილ რეჟისორებს მასპინძლობდა, როგორებიც არიან François Truffaut, Alain Cavalier და მრავალი სხვა“, — წერს რატი წითელაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ფილმის სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის.
ამავე სცენარით რატი წითელაძე შეარჩიეს ათ პროდიუსერს შორის Berlinale —Berlin International Film Festival Project Market-ზე.

კონკურსი 13 აპრილს დასრულდა. საბოლოოდ შეირჩა 12 პროექტი, და თითოეულ პროექტს კინოცენტრი 5 000 ლარით დააფინანსებს.