
გარდაიცვალა ვახტანგ რჩეულიშვილი
0
Be First!
63 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა ვახტანგ რჩეულიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ვახტანგ რჩეულიშვილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს და დღეს, დილის 7 საათიდან უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა. ექიმები ოჯახს იმედს აღარ აძლევდნენ. დაახლოებით საათნახევრის წინ ის აღესრულა.
ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი 1992-2003 წლებში, მათ შორის 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე. ვახტანგ რჩეულიშვილი „ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ