
Re-კონცეფცია UBRAN LAB Batumi
შემოქმედებითი საქართველო “REკონცეფციის” პროგრამით და სტუდენტების ჩართულობით ხელს უწყობს საქართველოს მასშტაბით არსებული მოძველებული სივრცეების გადახალისებას, კონცეფციის განახლებასა და თანამედროვე შემოქმედებითი ცენტრების განვითარებას.
ურბან ლაბის სემინარის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, შეიმუშავებენ აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის განახლებულ ხედვას.
სემინარზე დარეგისტრირება შესაძლებელია 25 აგვისტომდე! – “REკონცეფცია – Urban Lab” https://goo.gl/forms/kkR6fJTPAlavsIHs2
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით!
სემინარში მონაწილეობა უფასოა!
მონაწილეებს საქართველოს სხვა ქალაქებიდან დაუფინანსდებათ მგზავრობა.
ადგილი: აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ბათუმი, კონსტანტინე გამზახურდიას №37.
სემინარის ორგანიზატორია “შემოქმედებითი საქართველო”.
პარტნიორები: აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე; აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _
?REკონცეფცია – Urban Lab არის ურბანული პროექტის განვითარების სამდღიანი სემინარი, რომლის მიზანია მონაწილეთა მიერ კონკრეტული სივრცის შემოქმედებით-რეკრეაციული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება.
??სემინარის ფარგლებში, მონაწილეები შექმნიან სამუშაო ჯგუფებს და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება განვითარდეს აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.
???REკონცეფცია – Urban Lab და მენტორები მონაწილე სტუდენტებს დაეხმარებიან განავითარონ იდეეები ქალაქში არსებული სივრცეების შემოქმედებით ცენტრებად ქცევის მიმართულებით. სემინარის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში და შეიძენენ პროექტის წერის უნარებს.