
“როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე…” -გიორგი კალანდიას ემოციური პოსტი
ისტორიკოსი გიორგი კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ევროპაში უვიზოდ მოგზაურობისას თავსგადამხდარ ამბავზე წერს.
“პარიზი, შარლ დე გოლის აეროპორტი, თვითმფრინავიდან გადმოსული იმ რიგში ჩავდექი, რომელსაც ”All passport ” აწერია, რიგში სხვადასხვა მოდგმისა და წარმომავლობის ხალხი ვართ. აქ არიან დიდი და უზარმაზარი ერის შვილები, ზოგიერთი მათგანის სახელმწიფო ატომურ ბობსაც ფლობს, ზოგის ქვეყანა კი თითქმის მთელ კონტინენტზე გადაჭიმულა. ზოლს თვალი მოვავლე და მივხვდი რომ მათ შორის ყველაზე პატარა სახელმწიფოს მე წარმოვადგენ, მსგავსი წინათაც მიგვრძნია და რაღაცნაირად გული მტკენია. დღეს ასე არ არის, ეხლა პასპორტი რომელიც ხელში მიჭირავს თითქოს სხვანაირად გამოიყურება, დღეს ხარებაა და ჩემი ქვეყნის შინდისფერ წიგნაკზე დახატული წმინდა გიორგი უფრო ძლევამოსილი მეჩვენება! ჩემს წინ ჩინელია, უკან რუსი, როცა წინ მდგომი ფრანგ მესაზღვრესთან მივიდა, მისი პასპორტი დიდხანს ფურცლეს, მერე რაღაც დოკუმენტი მოსთხოვეს, ჩანთიდან კიდევ დამატებით ქაღალდების წარმოდგენამაც მოუწია. რიგი აშრიალდა, დიდი და ძლევამოსილი ერის შვილებმა ფაცი ფუცი დაიწყეს, მათ საფრანგეთში შესვლის უფლება მესაზღვრის წინაშე უნდა მოიპოვონ… მე კი რიგში ჩემს წმინდა გიორგისთან ერთად დღეს ყველაზე