Skip to Content

”როგორ შეიძლება, ყველამ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს, უნივერსიტეტი არ არის დაწესებულება, სადაც ყველა უნდა სწავლობდეს”

”როგორ შეიძლება, ყველამ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს, უნივერსიტეტი არ არის დაწესებულება, სადაც ყველა უნდა სწავლობდეს”

Be First!

“უნივერსიტეტი არ არის დაწესებულება, სადაც ყველა უნდა სწავლობდეს” – ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა რადიო „კომერსანტის” გადაცემა „პროფესიონალებში” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში სტუდენტები ლექციებს არ ესწრებიან, არ სწავლობენ, მხოლოდ გამოცდას აბარებენ და ასე ეუფლებიან ბაკალავრის ხარისხს, რაც იმის შედეგია, რომ უნივერსიტეტებს სხვადასხვა სტანდარტები გააჩნიათ.

“უნივერსიტეტი არ არის დაწესებულება, სადაც ყველა უნდა სწავლობდეს. ასეთი რამე ბუნებაში არ უნდა იყოს. როგორ შეიძლება, ყველამ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს, განურჩევლად იმისა, როგორ სწავლობდა და რა სიხშირით ესწრებოდა ლექციებს. სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, რომ სტუდენტები ლექციებს არ ესწრებიან, მხოლოდ გამოცდებზე მიდიან. ბოლოს დიპლომს იღებენ და ამა თუ იმ სპეციალობის ბაკალავრები ხდებიან. პრობლემა ის არის, რომ ერთი დაწესებულება მაღალ სტანდარტს ითხოვს, მეორე – არც ისე მაღალს. ამდენად, პრობლემა თავად უმაღლეს სასწავლებლებშიც არის. არის მეორე გარემოებაც, სტუდენტების გარკვეული ნაწილი არ სწავლობს, მაგრამ ნიშანს თუ არ დაუწერ, სხვა უნივერსიტეტში გადავა. მაგალითად, ჩვენი სასწავლებლიდან მობილობის დროს სხვაგან გადასული სტუდენტების 50%-ს დაუსწრებლობის ან ნიშნის პრობლემა ჰქონდა”, – აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

მისი თქმით, ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტები არიან და ვისაც ყველაზე დაბალი ნიშანი აქვს, უნივერსიტეტის მიღმა რჩება.

„ახლახანს დავბრუნდი შვეიცარიიდან და გერმანიიდან, სადაც სალექციო პროცესები უშუალოდ ვნახე. იქ არიან ცუდი სტუდენტებიც, საშუალო დონის და კარგი სტუდენტები. მაგრამ ერთი რამეა განსაკუთრებული – ვინც არ სწავლობს, ის ნიშანს ვერ მიიღებს. თუმცა არ გეგონოთ, რომ სასწავლებლებს რაიმე მაღალი მოთხოვნები აქვთ ან ისეთი სასწავლო პროგრამა, რისი ათვისებაც სტუდენტისთვის შეუძლებელია. იქ ჩვეულებრივი სწავლებაა, მაგრამ მინიმალურ ზღვარს ვინც ვერ გადალახავს, უნივერსიტეტის მიღმა რჩება. ეს იქ არავის უკვირს და არც წყინს. ჩვენც რომ ეს პოლიტიკა გვექნება, პირველივე ნაკადს შეეტყობა და ვფიქრობ, სტუდენტების აქტივობა შესამჩნევი გახდება”, – განმარტა დავით ჩერქეზიშვილმა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*