
მარადიული ქალაქებიც ოდესღაც დაიბადნენ – მილოცვა რომს და გასეირნება მის ქუჩებში
21 აპრილს რომის დაბადების დღეა და დღეს, როგორც არასდროს, ყველა გზა რომში მიდის: მოკლედ გადავხედოთ მისი წარმოშობის ისტორიას და შემდეგ თვით ქალაქშიც გავისეირნოთ.
ქალაქის დაარსების ძველი რომაული მითის მიხედვით, არსებობს სახელი „რომის“ წარმოშობის ხანგრძლივი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ის მომდინარეობს რომის დამაარსებლისა და პირველი მეფის სახელიდან. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ თვით სახელი „რომულუსი“ მომდინარეობს „რომიდან“ და არა – პირიქით. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში არსებობდა ალტერნატიული თეორიები ქალაქის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. არსებობს სახელის წარმოშობის რამდენიმე ჰიპოთეზა, რომლებიც აქცენტს მის ენობრივ ფესვებზე აკეთებენ:
- მდინარე ტიბრის ანტიკური სახელის — რუმონის ან რუმენისაგან, რომელსაც აქვს იგივე ძირი რაც ბერძნულ ზმნა ῥέω-სა და ლათინურ ზმნა ruo-ს, რომელთაგან ორივე „დენა“-ს ნიშნავს.
- ეტრუსკული სიტყვა რუმა-საგან (ruma), რომლის ძირი არის რუმ (rum) — „საწოვარა“, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ძუ მგელს, რომელმაც ძმები — რომულუსი და რემუსი გამოკვება, ან პალატინისა და ავენტინის ბორცვების ფორმას.
- ბერძნული სიტყვა „რომი“-საგან (ῤώμη), რაც ძალას ნიშნავსრომი (იტალ. Roma; ლათ. Rōma) — ქალაქი და სპეციალური კომუნა („Roma Capitale“) იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და სიდიდით მეოთხე ქალაქი ევროკავშირში ქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი.
- ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის ნაპირებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.რომის ისტორია 2,5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში.
- ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარმოადგენდა ლათინების, ეტრუსკებისა და საბინების ნაზავს. საბოლოოდ რომი გახდა, თანმიმდევრულად, რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი) და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი), ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რაც შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება, რომი ნელ-ნელა მოექცა პაპის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რომელიც ქალაქში I საუკუნეში დასახლდა, სანამ VIII საუკუნეში პაპის ოლქის დედაქალაქად არ იქცა, რაც 1870 წლამდე გაგრძელდა.
- რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პაპი, დაწყებული ნიკოლოზ V-დან (1422–55 წწ.) ოთხასი წლის განმავლობაში ატარებდა თანმიმდევრულ ქალაქდაგეგმარებით და არქიტექტურულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის მსოფლიოს მხატვრულ და კულტურულ ცენტრად გადაქცევას. ამის გამო, რომი გახდა უპირველესი იტალიური რენესანსის მთავარ ცენტრებს შორის, ხოლო მოგვიანებით აქვე ჩაისახა ბაროკო. რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების ცნობილმა მხატვრებმა და არქიტექტორებმა რომი თავიანთი მოღვაწეობის ცენტრად აქციეს, რის შედეგადაც მთელ ქალაქში უამრავი შედევრი შეიქმნა. 1871 წელს რომი გახდა იტალიის სამეფოს, ხოლო 1946 წელს იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქი.რომს გააჩნია გლობალური ქალაქის სტატუსი. 2011 წელს, იგი იყო მე-18 ყველაზე მეტად მონახულებადი ქალაქი მსოფლიოში, მესამე — ევროპის კავშირში და ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იტალიაში. რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ვატიკანის მუზეუმებისა და კოლოსეუმის მსგავსი ძეგლები და მუზეუმები მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ტურისტულ ობიექტთა შორისაა, რომლებიც წელიწადში მილიონობით ვიზიტორს ღებულობენ. რომმა უმასპინძლა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ქალაქში, ასევე, მდებარეობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბ-ბინა
ახლა კი უშუალოდ რომში გავისეირნოთ, გავეცნოთ აქ არსებულ ღირშესანიშნაობებსა და ერთად მოვიაროთ წყლიანი არხები.
რომი აგებულია 7 ბორცვზე და თავისი არსებობის 3000 წლის განმავლობაში არა მარტო ძვირადღირებული ღირშესანიშნაობები „მოაგროვა“, არამედ – მდიდარი ისტორიაც. ქალაქი ანდამატივით იზიდავს მილიონობით ტურისტს და იმ უმცირეს ქალაქთა რიცხვში შედის, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე რომანტიულ ქალაქებადაა მონათლული.

✿ უძველესი, ბუმბერაზი რომის იმპერიის ცენტრი! რომის დათვალიერება ჯობს ანტიკური უბნიდან დავიწყოთ. აქ ყველაფერი საუკუნეებით უკან გაბრუნებს და თითოეული ქვა გაგრძნობინებს ისტორიულ წარსულს. თქვენს წინაშე ის ადგილია წამოჭიმული, საიდანაც დაიწყო ერთ დროს დიდებული იმპერიის, შემდგომ კი – ულამაზესი რომის მშენებლობა.
✿ იმპერატორების ფორუმი ორ ბორცვს შორის მდებარეობს. ეს ადგილი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი ნაწილია, ტაძრებითა და სალოცავებით.
✿ ამ კედელზე, რუქების მეშვეობით, რომის იმპერიის მიერ სხვადასხვა დროს დაპყრობილი ქვეყნებია ნაჩვენები. პირველი რუქას თუ დააკვირდებით და შემდეგ, კედელს გასწვრივ გააყოლებთ თვალს, კარგად შეამჩნევთ, თუ რა თანმიმდევრულობით ავსებს ერთი მომცრო, თეთრი ლაქა მთელს ევროპას და არა მარტო მას, არამედ აზიასაც და აფრიკის ნაწილსაც კი – მართლაცდა საოცარია ძველი რომის სამხედრო წარმატებები და ტერიტორიული მონაპოვარი!
✿ შვიდიდან ერთ-ერთი ბორცვი კაპიტოლიუმია. უძველესი დროიდან ეს ადგილი ანტიკური რომის პოლიტიკური და რელიგიური სიძლიერის გამოხატულება და ეპიცენტრი იყო. იგი ახლაც ინარჩუნებს პოლიტიკურ სტატუსს – აქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა.
✿ ესეც, ცნობილ სკულპტურას ჩავუარეთ. კაპიტოლიუმის მგელი, რომელმაც გამოკვება ძმები რომულუსი და რემუსი. ლეგენდის თანახმად, სწორედ ისინი გახდნენ ქალაქის დამაარსებლები.
✿ კაპიტოლიუმის ბორცვთან მდებარეობს მნიშვნელოვანი მონუმენტი – ვიტორიანო. ხალხში მას ხშირად „სამშობლოს საკურთხევლად“ მოიხსენიებენ.
✿ რომი, იტალია, ომი, გლადიატორები, ეტლები, გამარჯვებები და მწარე დამარცხებები, მოღრიალე ხალხის მასა, მსაჯულები და მათი ცერა თითი – ეს ყველაფერი კოლიზეუმთანაა დაკავშირებული.
✿
… როდესაც კოლიზეუმს პირველად ხედავ, გეუფლება გრძნობა რაღაც დიადის – უზარმაზარი, სახელგანთქმული შენობა სრულად იპყრობს შენს სულს და როცა, კაპიტოლიუმის შემდეგ, მას, ამ საოცარ მოხაზულობას უმზერ, რაღაც განსაკუთრებულს ელი და თვით ეს მოლოდინიც კი გავსებს მთელი არსებით …
✿ კოლიზეუმი მთელი ევროპის დიდი ღირშესანიშნაობაა, ის ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზადავს.
✿ შიგნით მოხვედრისას ხვდები, რაოდენ ფენომენალურია დროის ცვლილება და ნაკვალევი ნაგებობაზე. მის ნაწილებს საუკუნეების განმავლობაში ულმობლად იტაცებდნენ. დღესდღეობით, სახელმწიფო დიდ სამუშაოებს ატარებს მის აღსადგენად და მიწის დონიდან ამოსაწევად.
✿ კოლიზეუმის გარშემო შესაძლებელია საოცარი ქანდაკებების მონახულება. დავათვალიეროთ ეს პატარა მსახიობები, რომლების ტანისამოსი, სახე და მოქმედება შთამბეჭდავი და საინტერესოა.
* აქ კი, შესასვლელთან, მატეო ბარტოლანის მიერ აგებულ ქანდაკებას, რომის მდინარე ტიბრი უნდა გამოეხატა, ეს ადგილი ხშირად ხდება ტურისტების დასვენების ადგილი.
.
✿ ქუჩაში თუ გავივლით დავრწმუნდებით, რომ რომში ყველაზე სწრაფი და პოპულარული ტრანსპორტის სახეობა მოტოციკლეტები, სკუტერები და ელექტროძრავიანი ველოსიპედებია. მათი დიდი რაოდენობა ხელს არ უშლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას.
✿ ესპანეთის კიბეს მოვადექით. აქ ცნობილი მსოფლიო დონის დიზაინერების ჩვენებები იმართება, მოდელები იძულებულები არიან გრაციოზულად დაეშვნენ კიბეებზე, ამ საუკუნოვანი არქოტექტურის ძეგლებზე. ასევე, აქ გაზაფხულსა და ზაფხულში ძალიან ცხელა, კიბე ტურისტების დასასვენებელი ადგილია.
✿ ასეთ სიცხეში ისე სასტიკად მოგვწყურდება, დამეთანხმეთ არ იტყვით უარს შადრევანის ცივ წყალზე. წყლისთვის ბოთლებიც იყიდება 2 ევროდ. ბუნებრივი წყლის წყალობით, აქ წყლის დალევა შესაძლებელია პირდაპირ შადრევნიდან. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, შადრევნის წყალი საკმაოდ გემრიელი და ტონიზირებულია.
✿ შადრევნები რომში საყოველთაო თავშეყრის ადგილია, აქ ერთმანეთს შეხვედრებს უნიშნავენ აქაური მაცხოვრებლები. დღისით თუ ღამით აქ მუდამ არიან ფოტოგრაფები, ტურისტები, რომელები, შეყვარებული წყვილები და სხვ.
✿ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შადრევანი ნავონის მოედანზეა, აქ ქანდაკებების მეშვეობით, 4 მდინარე ერწყმის ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან: დუნაი, ნილოსი, განგა და ლა-პლატა.
✿ ასევე, ნავონის მოედანზე აღმოაჩენთ უამრავ საინტერესო ადამიანს, მხატვრებს, მუსიკოსებს და სხვ.
✿ მოედნიდან ახლოს გადავინაცვლოთ სუვენირების, სურათების, და სხვა ნივთების შესაძენად.
✿ ექსკურსია საგრძნობლად აშიებს, აქ რომის მოედნებზე, აკორდეონის, გიტარის ხმების ფონზე, ტურისტები და მცხოვრებლები იტალიურ სამზარეულოს აგემოვნებენ, სუფთა ჰაერზე. სწორედ ამავე ნავონის მოედანზე, კაფეში არაჩვეულებრივი ყავა მზადდება და დღეში 70 მილიონამდე ჭიქა ისმევა.
✿ ესეც წმ. პავლეს ტაძარი, რომელიც ვატიკანს მიეკუთვნება. აქ შესასვლელად აუცილებელი წინაპირობაა: არანაირი მინი შორტები და მინი ქვედაბოლოები! თუმცა ტაძარი დათვალიერებად ღირს! აქ ხომ მიქელანჯელოს სიქსტის კაპელაა გამოსახული. რენესანსის ხანის დიდებული ნიმუში. აქვეა მუზეუმიც და რომის პაპის რეზიდენციაც.
✿ აი მოსაღამოვდა. მოდით ვია კონდოტზე გავისეირნოთ, ეს ხომ ცნობილი ქუჩაა, იქ სადაც თითქმის ყოველთვის დადიან საყიდლებზე. აქ ცნობილი ბუტიკებია გახსნილი და ამავე დროს, დამღლელი დღის შემდეგ, სასიამვნოა აქ თავის ამოყოფა.
✿ ესეც ასე, მშვენიერი დღე გავატარეთ რომში. ახლა კი ცოტა კიდევ დატკბეთ აქაური ქუჩის ხედებით.
წყაროN1;
წყაროN2;
სინთეზი: გ. კვარაცხელია
✿✿✿
და კიდევე ერთხელ >>>>>>>>>>>>>>>>>>>>