
“საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ XX საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-დან 28 დეკემბრამდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში რიგით XX საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიმართება.
საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, სულ 11 ღონისძიება ჩატარდება. მათ შორის – საფორტეპიანო, კამერული, საორგანო, საკვარტეტო, სავიოლინო, ფოლკლორული მუსიკისა და ჯაზის საღამოები.
რიგით XX „საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებში“ მონაწილეობენ: მსოფლიოში აღიარებული პიანისტები – ევგენი კისინი და ბორის ბერეზოვსკი, გრემის მფლობელი მუსიკოსი, მევიოლინე – გიდონ კრემერი, ბოროდინის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, დანიელა კაპიელო (სოპრანო), დარიო დი ვიეტრი (ტენორი), ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“, შვეიცარიელი ორღანისტი რუდოლფ ლუტცი და იტალიელი ჯაზ-პიანისტის ანტონიო ფარაოს კვარტეტი.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალი ორ დიდ ქართველ ხელოვანს მიაგებს პატივს – Bravo Maestro! – ცნობილ ქართველს მევიოლინეს მარინე იაშვილსა და კომპოზიტორ სულხან ნასიძეს მიეძღვნება.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება.
ფესტივალის მხარდამჭერია პროექტი “Check in Georgia”.
ფესტივალის პროგრამა
• 5 დეკემბერი, 19:00სთ – Bravo Maestro! – მარინე იაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო;
• 7 დეკემბერი, 20:00სთ – ჯაზის საღამო – ანტონიო ფარაოს კვარტეტი;
• 10 დეკემბერი, 19:00სთ – ვოკალური მუსიკის საღამო – დანიელა კაპიელო (სოპრანო), დარიო დი ვიეტრი (ტენორი);
• 12 დეკემბერი, 19:00სთ – ფოლკლორული მუსიკის საღამო – ანსამბლი „შავნაბადა“;
• 16 დეკემბერი, 19:00სთ – სავიოლინო მუსიკის საღამო – გიდონ კრემერი ;
• 18 დეკემბერი, 19:00სთ – საორგანო მუსიკის კონცერტი – რუდოლფ ლუტცი ;
• 19 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის საღამო – ბორის ბერეზოვსკი;
• 21 დეკემბერი, 19:00სთ – საკვარტეტო მუსიკის საღამო – ბოროდინის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი;
• 23 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის საღამო – ევგენი კისინი;
• 25 დეკემბერი, 19:00სთ – Bravo Maestro! სულხან ნასიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო;
• 28 დეკემბერი, 19:00სთ – კონსერვატორიის საიუბილეო წლის გაცილება
მონაწილეობენ კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები.