Skip to Content

საერთაშორისო ფესტივალი გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე

საერთაშორისო ფესტივალი გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე

Be First!

2018 წლის 3 ივნისს, გალაცის (ქ. ათენის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი) ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა საერთაშორისო მულტი-კულტურული ფესტივალი – „ზღაპარი, რომელიც აერთიანებს სამყაროს“.

ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც საბერძნეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, პოპულარული ელექტრონული პორტალები, ასევე რამდენიმე ქვეყნის სათვისტომოები, რომელთაც დათმობილი ჰქონდათ სპეციალური პავილიონები.

ფესტივალების ორგანიზატორი: Θεατρική ομάδα Κανέλας (@giagiakanela), გალაცის მერიასთან და საბერძნეთის მიგრამტთა ფორუმთან @GreekForumOfMigrants ერთად.

ფესტივალის ლიტერატურულ ნაწილს წაუძღვა პოპულარული ბერძენი მსახიობი ანტიმოს ანანიადისი. გასტრონომიულ ნაწილში კი ფესტივალზე პასუხისმგებლობა აიღო პოპულარულმა ვებ-პორტალმა estiatoria.gr-მა, რომლმაც წარმოადგინა რამდენიმე ბერძენი შეფი, მათ შორის – ცნობილი შეფი, გიორგოს ცელემენტესი, განთქმული ნიკოს ცელემნტეს შვილიშვილი.

ფესტივალს, ქართული დიასპორისა და საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმის სახელით ოფიციალურად მიესალმა ავთანდილ მიქაბერიძე.

ფესტივალი კულტურული პროგრამაში, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და 14 სხვადასხვა, ძირითადად ქორეოგრაფიული ანსამბლების პროგრამებს მოიცავდა, ყველაზე დიდი დრო ქართულ ცეკვას დაეთმო: ათენის ანსამბლ „კავკასიას“ უფროსი და უმცროსი თაობის სტუდიის აღსაზრდელებმა დახვეწილად წარმოადგინეს ქართული ხალხური ცეკვის ოთხი ნიმუში, რითაც მაყურებლის გულწრფელი ტაში გამოიწვიეს და საყოველთაო აღიარება მოიპოვეს.

განსაკუთრებული მადლობა, პირველ რიგში, თავად აქ დაბადებულ-გაზრდილ პატარა ქართველებს და, რა თქმა უნდა, მათ დაუღლელ პედაგოგებსა და ქორეოგრაფებს, ქალბატონ ეკა გიგოლაშვილსა და ბატონ შოთა ცქვიტიშვილს!

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*