
მსოფლიო ღვინის „მექა“- საფრანგეთი – ქართულ ღვინოს ქედს უხრის
მონაკოსა და ნიცას ცნობილ სასტუმროებსა და რესტორნებში გამორჩეული ქართული ღვინოები გაიყიდება
უახლოეს მომავალში მონაკოსა და ნიცას ცნობილ სასტუმროებსა და რესტორნებში გამორჩეული ქართული ღვინოები გაიყიდება.
მონაკოში ქართველი მეღვინე ილია კახოიძისა და მონაკოს სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ დომინიკ მილარდის ინიციატივით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს (NWA) ხელშეწყობით ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, ანა გოდაბრელიძე ავრცელებს, რომელიც მონაკოში თავადაც იმყოფებოდა.
„ძალიან საინტერესოდ წარიმართა დეგუსტაცია თავისი შეფასებებით. მადლობა ილიას, რომ ასეთ რთულ ბაზარზე, სადაც დამკიდრება ძალიან რთულია და ბევრმა ვერ შეძლო, ასეთი მაღალი დონის დეგუსტაცია ჩაატარა და ყოველ წელს ჯიუტად ცდილობს cote d’ Azur-ის ფროფესიონალ სომელიეებსა და მომხმარებლებს შეაყვაროს ქართული ღვინო! მალე, არა მარტო ნიცასა და კანში, უკვე მონაკოს რამდენიმე სასტუმროსა და რესტორანში იქნება ქართული ღვინო!”, – წერს ანა გოდაბრელიძე.
ღონისძიებას ესწრებოდა 85 სომელიე, მეღვინე, ჟურნალისტი და მეწარმე, როგორც იტალიიდან ასევე საფრანგეთიდან.