Skip to Content

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სივრცეში საქართველოს როლზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სივრცეში საქართველოს როლზე ისაუბრა

Be First!

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიისანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

კერძოდ მიხეილ ჯანელიძე ეწვია გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრს, ასევე აღმოსავლეთევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრს. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, როგორც საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე, ასევე საქართველოსევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სამომავლო გეგმებზე.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც წარმატებული მოდერნიზაციის ქვეყნისმნიშვნელოვან როლზე რეგიონში, „დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მართლაც რთული ვითარებაა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის წარმოადგენს ერთგვარმოწინავე ფლანგს რუსეთის აგრესიისა თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. ევროპული პროექტი იყო ყველაზე წარმატებული ჩანაფიქრი, რომელმაც მოუტანამშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა ევროპის კონტინენტს, დღეს ეს ყველაფერი გამოწვევის წინაშეა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თავისთავზე იწვნია რუსეთის აგრესია, შემდეგ უკრაინა, თუმცა ვინ იქნება ამის შემდგომ არავინ იცის. მიუხედავად გამოწვევებისა საქართველო განუხრელადმიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ, რომელსაც მოაქვს სტაბილურობა და განვითარება. საქართველო ამ წარმატებებით,არის ერთგვარი მისაბაძი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის, რადგან ევროპულმა არჩევნებმა ჩვენ მოგვიტანასტაბილურობა და განვითარება, ახალი შესაძლებლობები, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში, ასევე აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში“-განაცხადამიხეილ ჯანელიძემ გერმანიის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში – ZOIS. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მდგომარეობას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანიდარეგულირებისა და ომით დაშორიშებული მოსახლეობას შოროს ნდობის აღდგენის მიმართულებით.

გერმანიის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრი – ZOIS 2016 წელს დაფუძნდა, რომელიც ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპისპოლიტიკის საკითხებზე. გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრის წევრთა უმეტესობა კი დიდ გავლენას ახდენს გერმანიის საგარეო პოლიტიკისფორმირებაზე, წარმოადგენს რა გერმანიის საგარო პოლიტიკის კვლევის ფუნდამენტურ ორგანიზაციას.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*