Skip to Content

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული კოლეჯების დირექტორთათვის

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული კოლეჯების დირექტორთათვის

Be First!

პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბათუმის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა  თემაზე „სამუშაოზე დაფუძნებული – დუალური მიდგომით სწავლება“.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საჯარო პროფესიული სასწავლებლების დირექტორთა ინფორმირებულობა დუალური განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის ეტაპზე შესაბამისი მექანიზმებისა და მოსამზადებელი სამუშაოების გათვალისწინებით.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ახალი მოდელის დანერგვისთვის პრაქტიკული დავალებების განხილვა და გაიმართა დისკუსია რეგიონის, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და დუალური სწავლების დანერგვის პრიორიტეტებზე.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალური პროფესიული განათლების დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) 2016 წლიდან კოორდინაციას უწევს პროექტის “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ დანერგვას საქართველოს ხუთ რეგიონში – სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. დუალური პროგრამები ინერგება შემდეგი მიმართულებით მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა და ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*