
საჯარო ლექცია-საუბარი “კავკასიაში” თემაზე – “ქართული საფორტეპიანო სკოლის ფენომენი“
? ა.წ. 17 თებერვალს, შაბათს, 19:00 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი“ გამართავს მორიგ შეხვედრას და საჯარო ლექცია-საუბარს თემაზე – „ქართული საფორტეპიანო სკოლის ფენომენი“, რომელსაც წარმოგვიდგენს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი, რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე – დუდანა მაზმანიშვილი.
✔ ჩვენი უნივერსიტეტის მსმენელთათვის აღნიშნული თემატიკა აქტუალურია და განიხილება იმ საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომელსაც ვუწოდბთ: „ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო“.
✔ ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი”, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ათენში მყოფ ქართველ და საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული კავშირებით დაინტერესებულ ბერძენ და უცხოელ მსმენელებს.
✔ წარსულში, სხვადასხვა თემატიკის ლექცია-სემინარებითა და მასტერ-კლასებით ჩვენს ათენელ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ისეთი ცნობილი ადამიანებისათვის, რომლებიცაა მაგალითად: ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, პაატა ბურჭულაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ოდისეას დიმიტრიადი, თენგიზ ამირეჯიბი, ოთარ ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, რომან მიმინოშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ლევან გიგინეიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, გია ბუღაძე, ანი კლდიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია, გია ქემოკლიძე, რომა რცხილაძე, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, დენიზა ზუმბაძე, მიხეილ აბრამიშვილი, მურად მთვარელიძე, მარიამ ხაჭვანი, იოვანა კალპაქსი, იანის კარამბიცოს, დიმიტრის ნოლასი, მარტი ლამბრუ, დიმიტრის ნიკუ, კონსტანტინოს სიმოპულოსი, თათია მთვარელიძე და სხვები.
? საღამოს წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე (ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი).
? დასწრება: თავისუფალია.
? მიმდინარეობს რეგისტრცია ქვემოთ მითითებულ ტელეფონებზე.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6995956444 / 6992.355777 / 6994.933876
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.
✅ აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს, კვირას, 18 თებერვალს, 18:00 საათზე, ქალბატონი დუდანა მაზმანიშვილი გამართავს სოლო კონცერტს ათენის ისტორიულ კინო-თეატრში “ალკიონის”-ში (Θέατρο ΑΛΚΥΟΝΙΣ, იულიანუს ქ. 42-46, „ვიქტორიას მოედანთან“ ახლოს).
? კონცერტის პატრონაჟი: საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.
? ორგანიზატორი & მასპინძელი: ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია” (პატისიონის ქ. 81, 1 სართ., „ვიქტორიას მოედანი”).
✅ მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, დავპატიჟოთ კლასიკური მუსიკის მოყვარული თქვენი ქართველი, ბერძენი და უცხოელი მეგობრები!