Skip to Content

საჯარო ლექციებისა და შეხვედრების ციკლი „ევროპული სულიერი ფასეულობები და საქართველო“.

საჯარო ლექციებისა და შეხვედრების ციკლი „ევროპული სულიერი ფასეულობები და საქართველო“.

Be First!

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი“ აგრძელებს საჯარო ლექციებისა და შეხვედრების ციკლს, რომელსაც ეწოდება „ევროპული სულიერი ფასეულობები და საქართველო“.

კვირას, 23 ივლისს, 14:00 საათზე, ახალგაზრდა ქართველი მთარგმენლი და ინტელექტუალი თათია მთვარელიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე – ”თანამედროვე ბერძნული პოეზია და პროზა ქართულ თარგმანებში“.
– შეხვედრას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ბერძენი პოეტი დიმიტრის ლიაკოსი.
– წარმოდგენილი იქნება თ. მთვარელიძის მიერ შესრულებული რამდენიმე თანამედროვე ბერძენი ავტორის თხზულებათა თარგმანთა ნიმუშები.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ათენში მყოფ ქართველ და საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული კავშირებით დაინტერესებულ ბერძენ მსმენელებს.

წარსულში, სხვადასხვა თემატიკის ლექცია-სემინარებითა და მასტერ-კლასებით ჩვენს ათენელ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ისეთი ცნობილი პიროვნებებისათვის, როგორიცა არიან: ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, პაატა ბურჭულაძე, ოდისეას დიმიტრიადი, თენგიზ ამირეჯიბი, ოთარ ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, რომან მიმინოშვილი, იოვანა კალპაქსი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ლევან გიგინეიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, პაატა ნაცვლიშვილი, რომან ბლიაძე, ზურაბ ცინცქილაძე, გია ბუღაძე, ანი კლდიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, დენიზა ზუმბაძე, მიხეილ აბრამიშვილი, მურად მთვარელიძე, დიმიტრი ნოლას, მარტი ლამბრუ, დიმიტრის ნიკუ, კონსტანტინოს სიმოპულოსი და სხვები.

საღამოს წამყვანი: დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი.

დასწრება: თავისუფალია.
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777
მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*