Skip to Content

საჯარო მოხელეებს 1 ივლისიდან მოხელის კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატსაც მიიღებენ

საჯარო მოხელეებს 1 ივლისიდან მოხელის კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატსაც მიიღებენ

Be First!

მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი დაამტკიცა. დადგენილება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მოხელის კლასი მუდმივად ნარჩუნდება და მისი ჩამორთმევა დაუშვებელია.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მოხელისათვის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

მოხელის კლასების საერთო რაოდენობა 12-ია, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი. აღსანიშნავია, რომ მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაეთვლება.

მოხელეს, რომელსაც მოხელის კლასი მიენიჭა, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი. რომლის ოდენობასა და მის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად წესრიგდება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*