Skip to Content

“სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

“სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

Be First!

26 აპრილს 12:00 საათზე განათლების საერთაშორისო ცენტრში (ი.ჭავჭავაძის გამზ.7, მე-2 სართული) სასტიპენდიო პროგრამის “სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ კონკურსის გამარჯვებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – ჟან-ივ ლავუარი და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე შეხვდნენ და პროგრამის მსვლელობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

განათლების საერთაშორისო ცენტრს, კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული საქართველოს 15-მდე მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2016-17 სასწავლო წლის მანძილზე საქართველოს 16 მოქალაქე უკვე დაფინანსდა და სწავლობს საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ ფარგლებში კონკურსი 2017 წლის 1 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით გამოცხადდა.

ელ განაცხადების მიღება წარმოებდა ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით.

პროგრამის ფარგლებში განაცხადი 62 კონკურსანტმა გააკეთა. გამარჯვებულად გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 13 კონკურსანტი. მომდევნო 10 კონკურსანტს კი რეზერვისტის სტატუსი მიენიჭა.

შეხვედრაზე შემდეგი სამუშაო თემები განიხილეს: ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის სააპლიკაციო პროცესი და შეფასების სისტემა; ცენტრისა და დაფინანსებული სტუდენტის ურთიერთვალდებულებები; პროგრამული მონიტორინგი და შეფასების კრიტერიუმი; სტიპენდიანტებსა და ცენტრს შორის ორმხრივი კომუნიკაციის სტრატეგია.

სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2017 წლებში კონკურსის წესით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში საქართველოს 341 მოქალაქე დააფინანსა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*