Skip to Content

სამუშაო შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარული ნუსხის განახლების საკითხებზე

სამუშაო შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარული ნუსხის განახლების საკითხებზე

Be First!

27-28 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარული ნუსხის განახლების თემაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანიზაციების ICOMOS-ისა და IUCN-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა იმართება.

იხილეთ ფოტოგალერეა

27 სექტემბერს, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ICOMOS-ისა და IUCN-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარული ნუსხის განახლების საკითხებს.

27-28 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრებს ესწრებიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული მუზეუმისა და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრებზე იხილავენ მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარული ნუსხის განახლების მეთოდოლოგიას, ასევე საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის საკითხებს.

სამუშაო შეხვედრება იმართება მესამე რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს შორის გაფორმებული 3 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*