თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟოს მინისტრმა ბიულენტ თიუფენქჩიმ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში.
მხარეებმა შეთანხმებას ხელი სტამბოლში პალატებისა და ბირჟების კავშირის შენობაში მოაწერეს.
თურქი მინისტრის თქმით, ახალი შეთანხმება სამ მეგობარ ქვეყანასა და მთლიანად რეგიონში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ელექტრონული ვაჭრობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სავაჭრო ოპერაციებში, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ბაზარს ხდის ხელმისაწვდომს.