Skip to Content

საქართველო კოსმოსის ათვისების გლობალურ პროექტში ჩართო

საქართველო კოსმოსის ათვისების გლობალურ პროექტში ჩართო

Be First!

NASA-ს და HP-ის ინციატივით უპრეცედეტო ახალი ეტაპი იწყება კოსმოსის გლობალური ათვისების მიზნით. პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მიიწვიეს, როგორც პროექტის მონაწილე მხარე, წარმოდგენილი სრული წევრის სტატუსით.

NASA – წარმოადგენს ამერიკის სამთავრობო სტრუქტურას, რომელიც ანხორციელებს საერთაშორისო კოსმოსურ პროგრამას.

გლობალური პროექტი გულისხმობს კოსმოსის ათვისებას, ტექნიკური და ტექნოლოგიური საკითხების გადაჭრას, რომელშიც მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ჩართულები იქნებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები და სტუდენტები.

უნივერსიტეტის სპეციალისტები უკვე გადიან მომზადებას პროექტის ტექნიკური დეტალების და გადასაჭრელი ამოცანების შესახებ. პროექტის მიხედვით ასევე განხორციელდება მარსის ათვისების წინასწარი საპროექტო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს მარსზე 1 მილიონ ადამიანზე გათვლილი ერთიანი ინფრატრუქტურის შექმნას.

HP-ის დახმარებით უნივერსიტეტში დაწყებულია ტექნიკური სივრცეების მომზადება, საიდანაც განხორციელდება საპროექტო სამუშაოები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტში ჩართვის წინაპირობა გახდა ვირტუალური რეალობის მიმართულებით უნივერსიტეტის მხრიდან უკვე განხორციელებული სამუშაოები და მისი განვითარებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველი ოფიციალური პარტნიორია, რომელიც რეგიონიდან მონაწილეობას მიიღებს კოსმოსის ათვისების გლობალურ პროგრამაში.

უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის განხადებით, უნივერსიტეტის ოფიციალური ჩართვა მსგავსი უპრეცედენტო პროექტის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ქართველი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას. აღნიშნული პროექტი დაგვეხმაარება, როგორც უნიკალური გამოცდილების მიღებაში, ასევე სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილენი.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*