Skip to Content

საქართველო-რუსეთი: სახიფათო ზღვართან?

საქართველო-რუსეთი: სახიფათო ზღვართან?

Be First!

„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ მიერ 25 ივნისს ეთერში გადაცემულ მასალაში ყურადღება ეთმობა საქართველოში გასული კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, განსაკუთრებით კი სამ აქტუალურ საკითხს: საქართველოს საკონსტიტუციის ცვლილებებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას დასაკონსტიტუციო მონარქიის შემოღების ალბათობას (ავტორი : გიორგი ლებანიძე).

საკონსტიტუციო ცვლილებები

მიმოხილვაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულისაკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მომენტები. მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს (ისინი ნეგატიურად არიანგანწყობილნი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ცვლილებების მიმართ), თუმცა უმრავლესობამ 115 ხმით მაინც მოახერხა გადაწყვეტილების მიღება (მხოლოდ ორი ხმის რეზერვით).

„მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებამთლიანობაში არ შეესაბამება ავტორიტეტული ორგანიზაციის – ევროსაბჭოს „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებს, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ტრადიციულად მიმართავენ ხოლმერჩევებისათვის. ზოგადად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მოწმობს, რომ საქართველოსაბოლოოდ გადადის ხელისუფლების დანაწილების „ფრანგული მოდელიდან“ „გერმანულ მოდელზე“, რომლის დროსაც ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების -მინისტრთა კაბინეტის ხელშია, სახელმწიფოს მეთაური კი მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებსასრულებს. ოპოზიცია ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს „ერთპარტიული კონსტიტუციის“ მიღებას. პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმალიდერმა გიორგი ახვლედიანმა ისიც განაცხადა, რომ „რადგანაც დღევანდელი ხელისუფლებადემოკრატიული გზით ვეღარ შეიცვლება, ოპოზიცია მასობრივი აქციებისთვის უნდა მოემზადოსო“.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამგვარ განცხადებას „ძალიან თამამს“ უწოდებს. მისი აზრით, „ამჟამადოპოზიციას მასობრივი აქციების მოსაწყობად აუცილებელი რესურსები არ აქვს, რადგანმოსახლეობის უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ემოციურად არ აღიქვამს. როგორც ჩანს, შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში წარმატებებს მიაღწევს“.

საქართველო-რუსეთი: სახიფათო ზღვართან?

20 ივნისს , თბილის-ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავისადმი მიზღვნილ საზეიმო შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომსაქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს რუსეთი უშლისო. „საქართველოს ისეთი მეზობელი ჰყავს, რომელიც სულ მუდამ გაიძახის –  პატივს ვცემ და ვიცავ მეზობლების სუვერენიტეტს, მაგრამსინამდვილეში პირიქით აკეთებს“, –  ეს ამერიკელი დიპლომატის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. იანკელის აზრით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ თვლის და „ცდილობს ისეთისიტუაცია შექმნას, რომლის გამო საქართველო ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“. ამასთან, ელჩმამადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

თითქმის იმავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო „მზარდაგრესიულობაში“ დაადანაშაულა და შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და ნატოს შორისგაღრმავებული ურთიერთობის გამო“. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა სპეციალისტმასაქართველოს საკითხებში, „მგიმო“-ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოინსტიტუტ//უნივერსიტეტის) მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინაივანიშვილის ხელმძღვანელობით უფრო მეტი გააკეთა ნატოსთან ინტეგრირების საკითხში, ვიდრემიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“. რუსი მეცნიერის აზრით, „რუსეთი ყურადღებითადევნებს თვალს ნატოს აქტიურობას საქართველოში, რასაც სამხრეთ ოსეთში არსებული სამხედრობაზის გაძლიერება და იქ ჩატარებული მანევრები მოწმობს“.

რუსი პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებსო, მაგრამ ოპოზიცია მმართველ პარტიას კვლავ პრორუსულობაში ადანაშაულებს, თუმცა სწორედ „მეოცნებეთა“ მმართველობის დროს მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას დაუვიზო რეჟიმის დაწესებას შენგენის ქვეყნებში მიმოსვლისათვის.

 

საქართველოში მონარქიაზე ოცნებობენ?

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიული წყობისდამყარების ინიციატივა წამოაყენა და განაცხადა, რომ კარგი იქნება დავფიქრდეთ ბაგრატიონებისსამეფო დინასტიის ტახტის აღდგენაზეო.

რამდენადაა ეს ყველაფერი რეალური  და სასარგებლო ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც უკვე დიდიხანია რესპუბლიკური წყობის პირობებში ცხოვრობს, ამის თაობაზე „რადიო ფრანსეინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს აფხაზ თავადთა უძველესი გვარის – აჩბების  შთამომავალი, თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე ესაუბრება:

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როცა „საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე“ საუბრობენ, ესნონსენსია, რადგან საქართველოში არასდროს საკონსტიტუციო მონარქია არ არსებობდა. იყომხოლოდ ფეოდალური ტიპის აბსოლუტური მონარქია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 1801 წელს გაუქმდა, დასავლეთ საქართველოში კი – 1810 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დროებრივიწყვეტილობა გვაქვს წინა „მეფობის“ პერიოდიდან, ანუ 1801 წლიდან, თუმცა აქაც დავაზუსტებ – ჩემიაზრით, „დროებრივი წყვეტა“ უნდა აითვალოს 1917 წლიდან, რადგან 1917 წლამდე საქართველომონარქიის პირობებში ცხოვრობდა – რუსეთის იმპერიის დროს. ასე რომ, ბაგრატიონების დინასტიისმეფობის შეწყვეტიდან ჩვენ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ისევ მონარქიულ წყობაში ვცხოვრობდით. მაგრამ როგორც არ უნდა შემცირდეს დროებრივი წყვეტა მონარქიებს შორის, ის მაინც ხანგრძლივიგამოდის. არცერთ ქვეყანას ასეთი წყვეტის შემდეგ მონარქია აღარ აღუდგენია. ვფიქრობ, რომსაქართველოს მოსახლეობა მონარქიას უკვე გადაეჩვია და ამიტომაც, ჩემი აზრით, არასწორი იქნება, ამ გზით თუ წავალთ.

 

– შესაძლოა მონარქიის აღდგენის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ დღევანდელი რესპუბლიკურიმმართველობის ფორმას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების უნარი არ აქვს?

– პრობლემების არსებობა მმართველობის ფორმის ბრალი არ არის! საქმე იმაშია, რომ თვითსაზოგადოება უნდა იყოს ორგანიზებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასე რომ, მონარქიისაღდგენა, გინდაც კონსტიტუციურად შეზღუდული ფორმით, საქართველოსთვის სარგებელის მომტანივერ იქნება. პირადად მე მონარქიის მომხრე ვარ, მომწონს, მაგრამ ისეთი, როგორიც ჩრდილოეთევროპაში არსებობს. მაგრამ ჩვენ მათგან იმით განვსხვავდებით, რომ იქ მონარქია ტრადიციულად, უწყვეტად არსებობს. არსად, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე, რომ ხალხი ასეულობით წელიმონარქიის გარეშე ცხოვრობდა და უცებ მონარქია აღადგინეს

– როგორც ცნობილია, ერთიანი საქართველოს მეფის ტიტულატურა ასე ჟღერდა: „მეფე აფხაზთა დაქართველთა, რანთა და კახთა“. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენახელს შეუწუობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასო. რამდენად საფუძვლიანია ასეთიიმედები?

ეს ძალიან არასერიოზული იმედებია. ქართულმა ერთიანმა მონარქიულმა სახელმწიფომ თავისიარსაებობა ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში შეწყვიტა. ანუ მე-15 საუკუნიდან საქართველო უკვედაქუცმაცებული იყო რამდენიმე ფეოდალურ სახელმწიფოდ და მას შემდეგ ფეოდალურისაქართველოს ერთიანობა აღარ აღდგენილა“.

საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად ითვლება ექვსი წლის მეფისწული გიორგიბაგრატიონი. მისი მშობლები, სამეფო დინასტიის ორი შტოს წარმომადგენლები – დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2009 წელს ქართული ეკლესიის მეთაურის –  ილია მეორისკურთხევით შეუღლდნენ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*