Skip to Content

საქართველოდან საზღვარგარეთ 565 სტუდენტი სწავლობს

საქართველოდან საზღვარგარეთ 565 სტუდენტი სწავლობს

Be First!

2016-2017 წლების სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, საზღვარგარეთ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში საქართველოს 565 მოქალაქე სწავლობს.
საქსტატის მონაცემებით, ეს რაოდენობა 162-ით მეტია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე.

ქართველი სტუდენტების უმეტესობა – 400 სტუდენტი საზღვარგარეთ სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობს. მათ შორის, 154 სტუდენტი გერმანიაში ეუფლება განათლებას.
საქართველოდან წასული 165 სტუდენტი საზღვარგარეთ კერძო სასწავლებლებში სწავლობს, მათ შორის ყველაზე მეტი – 63 სტუდენტი პოლონეთშია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ქალი სტუდენტების რაოდენობა (378) 191-ით აღემატება კაცი სტუდენტების რაოდენობას (187).

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*