
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარეობს ფესტივალი „Art-გენი 2017“.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარეობს ფესტივალი „Art-გენი 2017“.
14 ივლისს, თიბისი გალერეაში ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წელს „Art-გენი 2017“ 10 ივლისს სურამში, ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა და 12 ივლისს მცხეთის ახალ ნავსადგურში გადაინაცვლა.
Art-გენი 2017 – ის თბილისის ტური კი, 17-24 ივლისს ტრადიციულად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმი გაიმართება. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. გარდა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამისა, ფესტივალის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის სხვადასხვა გამოფენა; რეგიონების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ, ქართული სამზარეულო და სხვა. ფესტივალი იმართება პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში.
17-24 ივლისი, თბილისის ტურის პროგრამა:
17 ივლისი – სოფი ვილი
18 ივლისი – Asea Sool
19 ივლისი – რობი კუხიანიძე და ჯგუფი „აუთსაიდერი“
20 ივლისი – ჯგუფი „რეგიონი“
21 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“
22 ივლისი – ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“
23 ივლისი – ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“
24 ივლისი – ანსმაბლ „სუზიშვილების კონცერტი.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, ფესტივალმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და არქივად აქცია. ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში, ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.
წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, მრავალი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული, თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.
შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.