Skip to Content

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებისთვის ემზადება

Be First!

5 თებერვალს, “შევარდენის“  სანაკრებო ბაზაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, რომელიც რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი წლის პირველ შეხვედას 10 თებერვალს, ქუთაისში, “აია არენაზე“ გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ბელგიასთან მატჩისთვის გაფართოებული 36 კაციანი შემადგენლობით ემზადება, საიდანაც 24 ლეგიონერია, 12 კი საქართველოს ჩემპიონატის, “დიდი 10“-ის მოთამაშე. ამთამაშიდანერთკვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და თბილისის დროით 17:30 საათზე მასპინძელთა ნაკრებს ოფენბახში დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებს ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ. “ბორჯღალოსნები“ ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა. 2005 წლის 12 ივნისს, ასევე ქუთაისში “ბორჯღალოსნებმა“მაშინდელი ერთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები მიიღეს,  მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*