შეხვედრისას საქართველო-იორდანიის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ისაუბრეს.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, იორდანიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე.
აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი. ხაზი გაესვა, ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას, რათა საერთო საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიის მეფეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.