Skip to Content

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

Be First!

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილა.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოლონეთის “განვითარების დახმარების პროგრამის” მნიშვნელობას, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა და განათლება.

გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას, რაც მუდმივად ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა პოლონეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პოლონეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები არიან: პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი ქშიშტოფ სთერსკი, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს უფროსი პაველ სოლოხი, პარლამენტის წევრი, პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე მალგოჟატა გოშიევსკა, პარლამენტის წევრი,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანი იან ჯიჯიჩაკი, პრეზიდენტის მრჩეველი ურშულა დოროშევსკა, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი, დირექტორის მოადგილე, პრეზიდენტის ოფისი,პროტოკოლის განყოფილება დოროთა სქშიფეკი, დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირინა ლიხნეროვიჩ-აუგისტენი.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*