Skip to Content

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონელ კოლეგას შეხვდა

Be First!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტოკიოში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეოსაქმეთა სახელწმიფო მდივანთან ნობუო კიშისთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს დაკმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში იაპონია-საქართველოს ორმხრივმა ურთიერთობებმა ბევრიმიმართულებით შეიძინა ბრწყინვალე ხასიათი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანი ფინანსურიდა ტექნიკური კონტრიბუცია საქართველოს განვითარების სფეროში, ასევე იაპონიის ურყევი მხარდაჭერასაქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებულითანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.

მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზარდ დინამიკაზე, ხაზიგაესვა საქართველოში იაპონიის მხრიდან ასევე უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის მხარეს გააცნო საქართველოს წარმატებები ევროპული დაევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატასაქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით, მათ შორის საქართველოს ჩართულობითსაერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებში და თანამშრომლობაზე ენერგო სექტორში.

იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე,რაც კარგ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

“იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმედიმაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ასეთიმაღალი დონის ვიზიტები კვლავ გაგრძელდება. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიზნეს გარემოძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოებაში და საქართველო იაპონურიკომპანიებისთვისაც ძალზე მიმზიდველია. მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ბევრ იაპონურკომპანიას მოინახულებს და ასევე გაიმართება ბიზნეს სემინარი. ეს ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენიორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში” – განაცხადა კიშიმ.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში 1 ივნისს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილჯანელიძის და იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფუმიო კიშიდას შეხვედრა, ასევე საზეიმოვითარებაში აღინიშნება საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერობების 25 წლის იუბილე.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*