1. 2017 წლის მარტიდან ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის 22 წევრ, 4 არაწევრ და 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 9 თვის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია წარმატებულად აღიარა.
2. საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გადაიბარა. ცერემონია გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე გაიმართა. საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარ ორგანიზაციას მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უხელმძღვანელებს.
3. მსოფლიო სამეცნიერო წრეებმა და მსოფლიო მედიამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარეს
PNAS-მა, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემაა, 13 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). კვლევის ავტორები, ქართველებთან ერთად, აშშ-ს, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, დანიისა და ისრაელის მეცნიერები არიან. სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ის 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინათ აყენებდნენ.
4. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩიეს
5. საქართველოს წარმომადგენელი ეუთოში გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს
6. ოქტომბრის ბოლოს, გლობალური თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა
7. დეკემბერში საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო
8. 2017 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და კულტურის შესახებ განსაკუთრებული აქტივობით აშუქებდა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები
რამდენიმე გავლენიანმა და რეიტინგულმა უცხოურმა გამოცემამ საკუთარ მკითხველს საქართველოში მოგზაურობა ურჩია.
9.. Doing Business 2017 წლის ანგარიშში საქართველო რამდენიმე ადგილით დაწინაურდა და მე-16-ზე გადაინაცვლა
10. უსაფრთხოების ინდექსის 2017 წლის მონაცემებით, 125 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მოხვდა და მეშვიდე ადგილს იკავებს
11. 2017 წელს საქართველომ 7 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა
12. BBC-ზე, CNN-ზე და მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის სხვა რეიტინგულ და პოპულარულ ტელეარხებზე საქართველოს შესახებ არაერთი სიუჟეტი და გადაცემა გავიდა
13. 2017 წელს საქართველოში გლობალური მნიშვნელობის 20-მდე კონფერენცია, ფორუმი და სიმპოზიუმი გაიმართა
მათ შორის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც 34 ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ.
14. 2017 წელი გამორჩეული იყო მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების პრეზიდენტების, პრემიერებისა და სხვა პირველი რანგის თანამდებობის პირების ვიზიტით.
ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ვიზიტების რაოდენობის თვალსაზრისით.
15. 2017 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს Junior Eurovision
16. 2017 წელი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ქართული კინოსთვის. რამდენიმე ქართულმა ფილმმა ათეულობით საერთაშორისო კინოფესტივალის რამდენიმე გრანპრი და ათეულობით პრიზი მოიგო
17. 2017 წელს საქართველო კინოგადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყნად აღიარეს
18. ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ პოპულარული გერმანული მუსიკალური კონკურსი Voice მოიგო.
19. ზაზა ფაჩულიამ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა, NBA-ის თასი მოიგო.
20. ქართველმა მძლეოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და პლანეტის საუკეთესო სპორტსმენების სიაში დასახელდა
21. 2017 წლის „სანრემო ჯუნიორი“ ქართველმა გოგონამ ლიზი წერეთელმა მოიგო!
22. ღვინის დედაქალაქად აღიარებულ ქალაქ ბორდოს შესასვლელში ქართული ქვევრი დაიდგა და გამოფენა “საქართველო ღვინის აკვანი” გაიმართა
23. ჩინეთთან მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
24. თბილისში ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა.
25. ქართული ენა ათი უძველესი, ცოცხალი ენის სიაში დასახელდა