Skip to Content

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება

Be First!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებშიახალი ფილმის გადაღებები იწყება.

“მამიკოს გოგო” („Daddy’s Girl”)-ასე ჰქვია მხატვრულიჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსეროკომპანია – “სარკე სტუდია“ მუშაობს.

ფილმს ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი იღებს რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“.

ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, 1 თვეს  გაგრძელდება და 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი  მსახიობი Costas Mandylor შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება, ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდანგამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისოპრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უცხოელი პროდიუსერებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

 

პროექტის ამოქმედებიდან მცირე დროში უკვე 6 ფილმია გადაღებული. „გადაიღე საქართველოში“ფარგლებში მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება  იგეგმება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*