Skip to Content

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გასხვისდება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გასხვისდება

Be First!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გასხვისდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა.

რგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწეს გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული დანიშნულების რესურსზე, საკუთრების უფლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართვე ერთეულს. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენ მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია და ვფიქრობ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა მიიღოს”,- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.კონსტიტუციის პროექტში საკუთრების უფლების შესახებ მუხლი ამ დროისთვის ასეა ფორმულირებული:

საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და დაცულია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს კანონი.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*