Skip to Content

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტს მხარს უჭერს

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტს მხარს უჭერს

Be First!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

მინისტრის განმარტებით, საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს პოზიცია არის ცალსახა და მკაფიო. ევროკავშირმა ასევე, მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომლებიც გავრცელდა მედიით, ამ პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ გაჩნდეს კითხვის ნიშნები უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასევე, გააკეთა ცალსახა განცხადება”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კი, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 9 აპრილს გაიმარჯვა და რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კრემლმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. მოსკოვი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*