Skip to Content

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა

Be First!

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე  „Berlinale“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი. გამოფენა მსოფლიოში კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი ესწრება. კინოფესტივალის მეშვეობით ქართულ მხარეს საშუალება  ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნონ ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინო ინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიოვიზუალური პროდუქცია და დაიბრუნონ უკან კვალიფიციური ხარჯების 20-25%.

2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებშიშემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზეკი გადაღებები კი მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთიქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორიქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*