Skip to Content

სენაკელმა მოსწავლეებმა ამერიკაში, ნასას პროექტში პირველი ადგილი დაიკავეს

სენაკელმა მოსწავლეებმა ამერიკაში, ნასას პროექტში პირველი ადგილი დაიკავეს

Be First!

სენაკელმა მერვეკლასელებმა ამერიკაში, ნასას პროექტის ფარგლებში პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველმა მოსწავლეებმა მეწყერსაშიშთა ზონებისათვის შეტყობინების სისტება შექმნეს, რომელიც სტიქიის მოახლოებას გრძნობს.

სენაკელმა ბავშვებმა აღნიშნეს, რომ გამოგონება სტიქიის დაფიქსირების დროს შეტყობინებას აგზავნის სმს-ის სახით დარეგისტრირებულ მოსახლეობაზე.

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის ხუთი მოსწავლე მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრა. ეს წარმატება ახალგაზრდებს მცირე ზომის მოწყობილობამ მოუტანა, რომელიც მათ საკუთარი ხელით, სკოლის ლაბორატორიაში შექმნეს.

სენსორებისგან, მაგნიტის თუ სხვა პრიმიტიული ტექნიკური აღჭურვილობისგან დამზადებული მოწყობილობა არის შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც მყისიერად აფიქსირებს ნიადაგში წარმოქმნილ ცვლილებებს და ზღვრული ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში სიგნალს აწვდის აპარატურის ცენტრალურ სერვერს. პარარელურად ამ ინფორმაციის მიღებას ბაზაში დარეგისტრირებული მოსახლეობაც შეძლებს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*