Skip to Content

შსს–ს ცნობით, შენგენის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მხოლოდ 10 ქართველი არ შეუშვეს

შსს–ს ცნობით, შენგენის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მხოლოდ 10 ქართველი არ შეუშვეს

Be First!

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, შენგენის წევრ ქვეყნებში 3 000-მდე ქართველი გაემგზავა და მათგან 10 პირი საზღვრიდან უკან დააბრუნეს. 

ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა.

“ბოლო მონაცვეემებით, მას შემდეგ რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო შენგენის წევრ ქვეყნებში 3 000-მდე ქართველი გაემგზავრა, აქედან 10 პირი უკან მოაბრუნეს. ეს ფაქტი ძირათადად გაუმართავი საბუთების გამო მოხდა, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს აკლდათ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც კონრტეულ ქყვენაში შესასვლელადაა საჭირო”, – განაცხადა ხუციშვილმა.

საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტის დადგომისთანავე, ძალაში შევიდა.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

საქართველო 61-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლება.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას 2 თებერვლის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553-მა დეპუტატმა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა.

მას შემდეგ რაც საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა. მოგვიანებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება, და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*