Skip to Content

შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი წარმატებულად ჩატარდა

შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი წარმატებულად ჩატარდა

Be First!

რიგით მე-11 შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 27-30 ივლისს გაიმართა. 4 დღის განმავლობაში, ქალაქ ბათუმს მსოფლიო ვარსკვლავები: მათ შორის”ჯემიროქუაი“, კორი ჰენრი, დელა სოული და  ჯოს სთოუნი სტუმრობდნენ. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებით გაშუქდა, მათ შორის სიუჟეტი მოამზადა ევრონიუსმა. ( http://www.euronews.com/2017/08/02/jamiroquai-headlines-at-black-sea-jazz-festival)

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება ჯგუფ “Jamiroquai”-ის მთლიანი კონცერტის „პირდაპირი ტრანსლაცია“ იყო. არტისტის მენეჯმენტმა ფესტივალის ორგანიზატორებს მთლიანი კონცერტის ტრანსლირების უფლება მისცეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ტრანსლაციას მთელ მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანი უყურებდა.

რიგით 11-ე ჯაზ-ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუ ბერიმ, საქართველოში ვიდეოკლიპი გადაიღო. მუსიკოსის ვიდეოკლიპში საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილები გამოჩნდება.

ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მომღერლის ჯოს სთოუნისა დაქართველი მომღერლის სალიოს (იგივე სალომე კორკოტაშვილის) ერთობლივი  ვიდეოჩაწერა შედგა. გადაღება პეტრას ციხის ტერიტორიაზე მოხდა. ვიდეოკლიპი დამონტაჟების შემდეგ მომღერლის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება და მას მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი იხილავს. გარდა ამისა, საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებულმა ბრიტანელმა ჯოს სთოუნმა, ბათუმში არსებული ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „TANA“ მოინახულა და ვიდეო გადაიღო. კლიპის დამონტაჟების შემდეგ, აღნიშნულ ცენტრის თანხმობით, მასალა განთავსდება მომღერლის ოფიციალურ გვერდზე და მსოფლიო მასშტაბით არაერთ ადამიანს ექნება საშუალება დაეხმაროს ცენტრს. წელს ფესტივალის ფარგლებში უცხოელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ქართველი მუსიკოსებიც.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*