
„შეიგრძენი“ ქართველი მხატვრები: მოსკოვში გამოფენა იხსნება
პროექტის მთავარი მიზანია რუს დამთვალიერებელს თანამედროვე ქართული ხელოვნება გააცნოს
ქართველი მხატვრების გამოფენა „შეიგრძენი“ 11–20 აპრილს გაიმართება მოსკოვის გეოლოგიის სახელმწიფო მუზეუმში.
ექსპოზიციაში გამოფენილი იქნება ქართველი მხატვრების რუსუდან ხიზანიშვილის, თუთუ კილაძის, ელენე მეტრეველის, ზურაბ გიკაშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ტატიანა პაპისაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, კოკა ცხვედიანის, კონსტანტინე თოთიბაძის, გოგი თოთიბაძის, ლეონიდ სემეიკოს, ბყბა არაბულის, ნიკა გაბუნიას, ამირან კუპრავას, ავთანდილ თოფურიას და ამირან ისიანის ნამუშევრები.
„გამოფენის ძირითადი მიზანია, აჩვენოს დამთვალიერებელს თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა, ჟანრებისა და სტილების ხედვის მრავალფეროვნება ერთ საგამოფენო სივრცეში იმგვარად, რომ დამთვალიერებელმა მთლიანობაში აღიქვას ძირითადი თვალსაზრისი და დაინახოს საქართველოს თანამედროვე მხატვრული მიმდინარეობის ვექტორი“, – ნათქვამია მუზეუმის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების თბილისური გალერეა White gallery–ს კურატორული პროექტია.