Skip to Content

შემუშავდა განახლებული განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

შემუშავდა განახლებული განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ ახალი ფორმატით შეიმუშავა 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის პროექტები.

ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები. დოკუმენტის შემუშავებისას გაიმართა არაერთი კონსულტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა, პრაქტიკოსებმა, კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://mes.gov.ge/s/DEOEQ

შენიშვნები და მოსაზრებები მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: pr@mes.gov.ge

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*