
შეხვედრა აშშ-ის განათლების მდივანთან ბეტსი დევოსთან
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
აქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე აშშ-ის განათლების მდივანს ბეტსი დევოსს შეხვდნენ. განათლების მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა, შესაბამისად, ალექსანდრე ჯეჯელავამ მას მთავრობის მიერ განათლებისა და მეცნიერების სფეროში დაგეგმილი ის რეფორმები გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აღნიშნული სფეროების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას. მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკისა და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის წარმომადგენლებს. გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და განათლების ინოვაციური მეთოდიკა განიხილეს. მინისტრმა ასევე წარმოადგინა საქართველოს მთავრობის ახალი ხედვა.