Skip to Content

შეხვედრა ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ინსტიტუტის პრეზიდენტთან

შეხვედრა ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ინსტიტუტის პრეზიდენტთან

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, დუალური განათლების მიმართულებით  გერმანელ პარტნიორებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობის მიმართულებები და სხვა საკითხები განიხილეს. თანამშრომლობის სურვილი საქართველოს განათლების სამინისტროსა და ბავარიის მთავრობას შორის ოფიციალური წერილებით იქნა გამოხატული.

შეხვედრას ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ინსტიტუტის პრეზიდენტსა და დელეგაციასთან ერთად, GIZ -ის კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების პროგრამის რეგიონალური დირექტორი კატია კამერერი და ამავე პროგრამის მენეჯერი იოჰემ თაისი ესწრებოდნენ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*